600 პირველკლასელი დარეგისტრირდა ბათუმში რეგისტრაციის ბოლო ეტაპზე 

13 ივლისი 2022, 11:02 909 ნახვა

პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა. ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, მეოთხე ეტაპზე 600-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა. დაემატა ახალი ჯგუფები და კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა სამინისტროსთან შეთანხმებით 29-მდე გაიზარდა. ამ ეტაზპე, 3200-ზე მეტი პირველკლასელია სკოლებში ჩარიცხული.

გასულ წლებთან შედარებით მათი რაოდენობა გაზრდილია, რის ერთ-ერთ მიზეზადაც პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის დაწევა სახელდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ ვაკანტური ადგილები არის რამდენიმე სკოლაში, რაც შეეხება რეგისტრაციის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, მათი თქმით, განცხადებით ჯერ-ჯერობით არც ერთ მშობელს არ მიუმართავს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში