ავტორიზაციის ახალი სტანდარტი სკოლებისთვის

15 ივლისი 2022, 11:27 1154 ნახვა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების საჯარო განხილვები დაიწყო. 

პირველი შეხვედრა თბილისის საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან გაიმართა.

განხილვები ეტაპობრივად გაგრძელდება და მასში კერძო და საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელი სკოლებისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

სკოლები ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით გაივლიან და ეს პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში