ერთიანი ეროვნული გამოცდები

18 ივლისი 2022, 14:25 1416 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს და ხვალ  აბიტურიენტები  გამოცდას ისტორიაში აბარებენ. ბათუმის მეთოთხმეტე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში დილის სესიაზე რეგისტრირებული 305 აპლიკანტიდან 285 გამოცხადდა. 

ისტორიის გამოცდის მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  გაეცნო. 

წელს აჭარაში  რეგიონის მოქმედი ოთხი საგამოცდო ცენტრში 10 ათას 287 გამოსაცდელი პირია რეგისტრირებული, მათ შორის აბიტურიენტები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები, მაგისტრანტობის კანდიდატები, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველები. 

გამოცდების პარალელურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაშრომების   გასწორება დაიწყეს.   

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში