კოვიდ19 და სეზონური გრიპი

09 ნოემბერი 2021, 17:18 16367 ნახვა

კოვიდ19 და სეზონური გრიპი

# კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

ვირუსული ინფექციები ყველა დროში იწვევდა შეშფოთებას, მაგრამ ბოლო პერიოდში შიში კიდევ უფრო გამძაფრებულია , რადგან მთელი მსოფლიო კორონავირუსის სხვადასხვა შტამს ებრძვის. ამის პარალელურად სეზონური გრიპი ცირკულირებს და მეცნიერები „ ტვინდემიას " ვარაუდობენ.

რამდენად შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებებით რისკების თავიდან აცილება და არსებობს თუ არა ტვინდემიის საფრთხე -ამაზე დღევანდელი, 9 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე.