ღია მასიური ონლაინ კურსი

18 ნოემბერი 2021, 17:08 16695 ნახვა

ღია მასიური ონლაინ კურსი

# კონტაქტი

ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის კი მას მხარდაჭერა სჭირდება.

ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმა მიზნად ისახავს, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე ,ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას. მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარება რეფორმის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. სწორედ მის ფარგლებში შეიქმნა ღია მასიური ონლაინ კურსი, რომლის შესახებაც დღევანდელი, 18 ნოემბრის გადაცემაში ღია მასიური ონლაინ კურსის მენეჯერმა თამარ ტყემალაძემ ისაუბრა.