სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი

20 აპრილი 2022, 17:15 17537 ნახვა

სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი

#კონტაქტი

დღევანდელი, 20 აპრილის გადაცემა დაეთმო სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსს, რომელიც ევროკავშირმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ , ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD -ის ფარგლებში გამოაცხადა.აღნიშნული პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება .

საგრანტო კონკურსის მიზანია ფერმერებს, სოფლის კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.თუმცა, გრანტის მოთხოვნა შეუძლიათ იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს , სადაც ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების პროექტები ხორციელდება.აჭარაში სამიზნე მუნიციპალიტეტებია ქედა და ხულო.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ: გვანცა გედენიძე, საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გრანტების ანალიტიკოსი და მზიური გაბაიძე, აღნიშნული ორგანიზაციის კოორდინატორი ხულოს მუნიციპალიტეტში.