როდის დაიწყო მუსიკის ცენზურა?

23 ოქტომბერი 2022, 11:56 3315 ნახვა

როდის დაიწყო მუსიკის ცენზურა?

როდის დაიწყო მუსიკის ცენზურა? ერთხელ, ტოლერანტობის არსებობისას... 1855 წლიდან - 1865 წლამდე პერიოდში. ისტორიას შემონახული აქვს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეფობის დროს განხორციელებული ცენზურის რეფორმები; ცენზურის კანონის შემოღებამდე (თვითნებური გადაწყვეტილებებით რა შეიძლება ყოფილიყო დაშვებული და რა არა) მოხდა გადასვლა იურიდიულ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებულ სადამსჯელო მექანიზმზე. მაგალითად, 1907 წელს, ამერიკის რამდენიმე შტატში აღსრულდა ცენზორთა პირველი ბრძანება, რაც პოლიციის უფროსს საშუალებას აძლევდა განეხილა ყველა ფილმი და თავად გადაეწყვიტა, უნდა გაეშვათ თუ არა ისინი კინოთეატრის ეკრანებზე.

შეუძლია თუ არა მთავრობას აკრძალოს სიმღერის ტექსტი? უხამსობა, კრიმინალი, პორნოგრაფია; მეტყველება, რომელიც ფუნდამენტურია კრიმინალური საქმიანობისთვის; მეტყველება, რომელიც იწვევს დაუყოვნებელ უკანონო ქცევას; მეტყველება, რომელიც არღვევს ინტელექტუალური საკუთრების კანონს; ფაქტობრივი და კომერციული მუქარა; ის ფორმებია, რომლებიც შესაძლოა შეიზღუდოს. ეს ასევე ეხება მუსიკის ცენზურას, აღვნიშნეთ კიდეც „ფმ ფანტაზიების“ წინა რამდენიმე გადაცემაში. მოკლედ, არსებობს სხვადასხვა საფუძველი, რითიც მუსიკა შესაძლოა აკრძალული ან/და ცენზურირებული იყოს.

რატომ უნდა არსებობდეს ცენზურა მუსიკაზე? მრავალი მიზეზის გამო, ზრდასრული საზოგადოება მთელი მსოფლიოდან აცხადებს, რომ მუსიკაზე ცენზურა - დიახ, უნდა იყოს. ერთ-ერთი არგუმენტი რითაც ამ დამოკიდებულებას ხსნიან, არის რომ მუსიკალური ცენზურით სუიციდისა და მისი მცდელობების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდებოდა. რადგან, მათივე განმარტებით საკმაოდ მრავლადაა სიმღერა, რომლებიც აღწერს სხვის, ან საკუთარი თავის მოკვლას. კიდევ ერთი მტკიცებულება, რის გამოც დაჟინებით ითხოვენ მუსიკაზე ცენზურას, არის ვარაუდი, რომ შემცირდებოდა სხვადასხვა მანკიერებებზე ადამიანთა ესოდენ ძლიერ დამოკიდებულება. ე.წ. „ვირუსულად გავრცელებული“ სიმღერების ვიდეოებში ხშირია ეროტიკული და ნარკოტიკის მოხმარების სცენები.

შესაბამისად, ადამიანთა ნაწილი ვარაუდობს, რომ გარკვეული ტრეკების ცენზურით, ამ აქტივობების მიერ გამოწვეული ზემოქმედება, მინიმალური იქნებოდა. დღესაც, გასულთა მსგავსად, მუსიკის ისტორიაში ტაბუდადებული კომპოზიციებით ვაგრძელებთ „FM ფანტაზიებს“ FM 104.5-ზე. ფილტრი საძიებო სიტყვა დროის მიხედვით