როცა მაილზი პარიზში ჩავიდა
როგორც დაგპირდით, დღევანდელ ეპიზოდში მაილზისა და პარიზის ურთიერთსიყვარულზე მოგიყვებით. ეს არ იყო უბრალოდ მორიგი პარიზული თავბრუდამხვევი რომანი, ეს იყო სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდებოდა. პარიზი მაილზისთვის იყო განსაკუთრებული, მეორე მხრივ, მაილზიც პარიზისთვის განსაკუთრებული მოვლენა აღმოჩნდა. ამ დიდ ემოციას და ისტორიას მოგითხრობთ სიტყვებითა და მაილზ დევისის საყვირით, რომელიც პარიზში განსაკუთრებულად გმინავდა, შფოთავდა და უყვარდა...