"არსიანის " სოლო კონცერტი
# „კონტაქტი“
28 ოქტომბერს ბათუმის საზაფხულო თეატრში აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,, არსიანი” სოლო კონცერტი გაიმართება .
„არსიანი“ საქართველოს რეგიონალურ ანსამბლებს შორის პირველი აკადემიური ანსამბლია, რომლის ასაკი საუკუნეზე მეტია და პროგრამას , რომლითაც ხვალ მაყურებელთან წარსდგება სიმბოლურად „ არსიანი საუკუნოვანი ისტორიით „ჰქვია.
როგორ მიმდინარეობს მზადება სოლო კონცერტისთვის და რა გამოწვევების წინაშეა „არსიანი“- ამას დღევანდელი, 27 ოქტომბრის გადაცემა დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: გიორგი ჭანიშვილი- აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,, არსიანი” დირექტორი;თემურ ქორიძე - ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი;
თემურ გოგიტიძე- მოცეკვავე მსახიობი , წამყვანი სოლისტი .