ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო სიმღერები XI
საცეკვაო მუსიკა ყოველთვის იყო პოპულარული ახალგაზრდებში, მაგრამ წლების განმავლობაში იგი მუსიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან და კომერციულად წარმატებული ჟანრად ჩამოყალიბდა. კლასიკური დისკოდან - თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობამდე, საცეკვაო ტრეკები კვლავაც იპყრობს მილიონობით მსმენელის გულს პლანეტაზე. „ფმ ფანტაზიების“ სპეც-თემა ლეგენდარულ სიმღერათა ის კრებულია, რომელიც არა მხოლოდ საცეკვაო განწყობას გვიქმნის, არამედ წარუშლელ კვალს ტოვებს მუსიკის ისტორიაში. მოკლე საინფორმაციო შესავლებით ჩვენ მოვუსმენთ ჟანრის კლასიკად ქცეულ ჰიტებს, რომლებიც თავიანთი ენერგეტიკითა და ორიგინალური რიტმით, სამარადჯამოდ აღიარეს თაობათა ჰიმნებად - ცეკვა და მუსიკა, როგორც თვითგამოხატვის და თავისუფლების ფორმა. ის, რაც კვეთს დროისა და კულტურის საზღვრებს, აერთიანებს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ადამიანებს. თითოეული სიმღერა უნიკალური ისტორიაა, რომელიც ჯერკიდევ აქტუალურად ჟღერს, ანუ აგრძელებს სიცოცხლეს დაბადებიდან ათწლეულების შემდეგაც კი.