# ბსუ-ს მოდერნიზებული სასათბურე მეურნეობა
#კონტაქტი
გასული წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგროსკოლა ფუნქციონირებს , რომელიც ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტრუქტურული
ერთეულია და ორიენტირებულია აგრარული მიმართულებით სასწავლო და პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე.
ახლახან ბსუ-ს სასათბურე მეურნეობის მოდერნიზება მოხდა.
რა პრაქტიკული კომპონენტების შესრულებაა შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასათბურე მეურნეობაში -ამ თემას დღევანდელი, 3 ივლისის გადაცემა დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ მამუკა თურმანიძე, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროსკოლის დირექტორი და ნინო ბერძენიშვილი, სტუდენტი.