აჭარის მუზეუმი

27 სექტემბერი 2019, 17:16 17985 ნახვა

აჭარის მუზეუმი

ტრადიციულად ყოველ პარასკევს "კონტაქტი" ტურიზმის სფეროს ეთმობა . იმ ტურისტული ობიექტების ჩამონათვალში, რითაც ჩვენი რეგიონის სტუმრები ინტერესდებიან, არის მუზეუმები. სწორედ მუზეუმებშია თავმოყრილი ისტორიული წარსულისა და კულტურის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა და ხორციელდება როგორც სამეცნიერო, საექსპოზიციო , ასევე საგანმანათლებლო საქმიანობა. ერთ წელზე მეტია, რაც აჭარის ოთხი მუზეუმი ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა.ესენია:ხარიტონ ახვლედიანის სახელობის , ხელოვნების , ბათუმის არქეოლოგიური და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმები. გაერთიანების მიზანი იყო ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა,შესწავლა,პოპულარიზაცია და მსოფლიო კულტურულ რუკაზე ღირსეული პოზიციონირება .
დღევანდელ გადაცემაში აჭარის მუზეუმზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის მუზეუმის დირექტორი სულხან ოქროპირიძე.