ყველაზე გაყიდვადი ალბომები მსოფლიოში (31–39 მლნ ასლი)

17 აპრილი 2021, 16:41 3908 ნახვა

ყველაზე გაყიდვადი ალბომები მსოფლიოში (31–39 მლნ ასლი)

მუსიკალური ალბომები, რომლებიც მსოფლიოში 31-დან 40 მილიონამდე ეგზემპლარით გაიყიდა - დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეს შედევრები უსათუოდ მოგისმენიათ. მაიკლ ჯექსონის საკულტო Dangerous, შესანიშნავი კომპოზიციებით გაჯერებული საუნდტრეკი ფილმისთვის „ბინძური ცეკვები“...

გაყიდვების ტირაჟით 39 მილიონს ოდნავ აჭარბებს ქანთრი ვოკალისტის შენაია თვეინის 1997 წლის სტუდიური ნამუშევარი Come On Over, 30 მილიონი ასლით გაიყიდა ბრიტნი სპირსის 1999 წლით დათარიღებული სადებიუტო ალბომი Baby One More Time, ასევე 30 მილიონს შეადგენს ABBA-ს კომპილაციური დისკის Gold: Greatest Hits ასლები, ამ და პოპ მუსიკის სხვა წარმატებულ ჩანაწერებს, როგორმე სხვა გადაცემაში განვიხილავთ... ახლა კი დავუბრუნდეთ გაყიდვების ტირაჟით 31-დან 40 მილიონამდე მაჩვენებელს. კიდევ რომელი ალბომებია რეკორდსმენთა შორის? მოდით, გავიგოთ! დღეს, „ფმ ფანტაზიებში“ მოგიმზადეთ მსოფლიო მუსიკალურ ბესტსელერთა ნაკრები. რეიტინგი შედგენილია წამყვანი მუსიკალური გამომცემლობებისა და სტატისტიკური პორტალების ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელთა კვლევებიც ეყრდნობა  - ალბომის რელიზიდან დღემდე  მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულ ასლთა რაოდენობას და არა კონკრეტულ ქვეყანასა თუ კონკრეტულ პერიოდს.

 

ბითლზი — «1» (31 მლნ ასლი) 2000 წელი

სელინ დიონი— «Let’s Talk About Love» (31 მლნ ასლი) 1997 წელი

ადელი — «21» (31 მლნ ასლი) 2011 წელი

ემინემი — « The Marshall Mathers LP » (32 მლნ ასლი) 2000 წელი

სელინ დიონი — «Falling into You» (32 მლნ ასლი) 1996 წელი

მერაია ქერი — «Music Box» (32 მლნ ასლი) 1997 წელი

მაიკლ ჯექსონი — «Dangerous» (32 მლნ ასლი) 1991 წელი

საუნდტრეკი «Dirty Dancing» (32 მლნ ასლი) 1987 წელი

ბითლზი — «Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band» (32 მლნ ასლი) 1967 წელი

ალანის მორისეტი — «Jagged Little Pill» (33 მლნ ასლი) (1996 წელი)

ლედ ზეპელინი - «Led Zeppelin IV» (37 მლნ ასლი) (1971 წელი)