უნივერსიტეტების მესამე მისია

12 ივლისი 2021, 17:10 14114 ნახვა

უნივერსიტეტების მესამე მისია

# კონტაქტი

ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების სფეროს ეთმობა.

დღევანდელი, 12 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე „საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ .

აღნიშნული პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა ევროკომისიის Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE) კონკურსზე და დაფინანსებაც მოიპოვა.

პროექტში 8 ქართული და 4 უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.ცოტა ხნის წინ ბსუ-მ პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა უნივერსიტეტის როლზე საზოგადოების განვითარებაში, ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

უფრო დეტალურად ამ თემაზე სასაუბროდ „ კონტაქტის“ სტუდიაში მოვიწვიეთ თამარ სირაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სხელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.