აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

13 სექტემბერი 2022, 18:21 729 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა ბათუმში. დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. უწყების ინფორმაციით, ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 2 მილიონით გაიზრდება და 31 მილიონ ლარზე მეტი იქნება. იზრდება ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი, ემატება რამდენიმე ახალი პროგრამა, მათ შორის ოფთალმოლოგიისა და ფსიქოსოციალური აბილიტაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, ასევე იზრდება პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაც უკვე მოქმედ პროგრამებში. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბიუჯეტში აქცენტი იმ სამედიცინო სერვისებზე კეთდება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით არ იფარება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში