ენმ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო უნივერსიტეტისთვის გადაცემას ითხოვს

23 იანვარი 2024, 11:55 632 ნახვა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა “ნაციონალური მოძრაობაში“. ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს კლინიკა სამედიცინო უნივერსიტეტს გადასცეს. მათი აზრით, ეს რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების საუკეთესო გზა იქნება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ მთავრობა ტერიტორიის ნაწილის ინვესტორზე გასხვისებას გეგმავს, რაც მათი თქმით, სამედიცინო პერსონალს უმუშევრად დატოვებს. “ნაციონალურ მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებს საერთო გეგმის შემუშავებას და ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობს. შეგახსენებთ რომ საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში