მომავალი წლის ჯანდაცვის პრიორიტეტების საჯარო განხილვა დაიწყო

04 მაისი 2023, 18:08 1248 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2024 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა დაიწყო-  სამინისტრომ მომდევნო წლის პროგრამების პროექტები და სიახლეები, დღეს სამედიცინო დაწესებულებების, სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. გეგმის თანახმად, 2024 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით   5 მილიონამდე ლარით გაიზრდება და 38 160 000 ლარს შეადგენს. ჯამში სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 33 პროგრამას განახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში