ლევან დავითაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

12 ნოემბერი 2022, 11:40 2918 ნახვა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის "ევროკონტროლის" გენერალურ დირექტორს -  ემონ ბრენანს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოებისა და მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად,  მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა პარტნიორებთან.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში