გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

02 მაისი 2023, 18:47 4098 ნახვა

საქართველოს ვიზიტით მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან ერთად მცხეთაში უმასპინძლა.

„საქართველოს ვიზიტით მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან ერთად მცხეთაში უმასპინძლა. უცხოელ დიპლომატებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა ტურისტულად საინტერესო ადგილები გააცნო. გაეროში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს ტურისტული პოტენციალით და ტურისტულ პროდუქტებით დაინტერესდნენ. უცხოელ დიპლომატებს თამარ ყორიაულმა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენის დინამიკა გააცნო და პანდემიის შემდეგ მიღწეული პროგრესი გაუზიარა.

გაეროში ბენინის რესპუბლიკის, კომოროს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, დომინიკის რესპუბლიკის, ლიბიის, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით ეწვივნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში