კლინიკა “ვივამედში” საგამოძიებო მოქმედებები არ შედგა

07 დეკემბერი 2022, 19:44 514 ნახვა

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ მსჯელობისთვის სასამართლოს რამდენიმე სხდომა დასჭირდება, მათ შორის მოწმეების დაკითხვას მინიმუმ 2 პროცესი. როგორც ლომია განმარტავს, დასკვნის შემდგენი ექიმი-სპეციალისტები, ექსპერტები სასამართლოს განმარტებებს მისცემენ, როგორ მივიდნენ არსებულ დასკვნამდე, განმარტებებს მისცემენ ასევე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებიც. კლინიკა ვივამედში დამატებითი ნიმუშების აღების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მიზნით დამატებით საგამოძიებო მოქმედებებზე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა, თუმცა როგორც კლინიკიდან გამოსულმა გამომძიებელმა თქვა, კვლევას უახლოეს დღეებში ჩაატარებენ. ადვოკატს კი მიაჩნია, რომ ის ფორმა როგორც ტარდება კვლევა, შედეგის მომტანი არ არის და მძიმე მეტალების აღმოჩენა შესაძლებელია ფრჩხილებითა და თმის ღერით და არა სისხლის ანალიზით, რაზეც გამომძიებლები პასუხობენ, რომ ისინი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოთხოვნას ეყრდნობიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში