გაერთიანებულ სამეფოში დიდთოვლობას სატრანსპორტო ქაოსი მოჰყვა

12 დეკემბერი 2022, 10:19 392 ნახვა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში დიდთოვლობამ და ძლიერმა ყინვებმა საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა. ლონდონის ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით 50-ზე მეტი ავიარეისი ძლიერი ნისლის გამო გააუქმეს. 

პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. მოლიპული გზების გამო კი გახშირდა  ავტოსაგზაო შემთხვევები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შოტლანდიაში ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაეცემა - რაც ყველაზე დაბალი იქნება დიდ ბრიტანეთში გასული წლის თებერვალში დაფიქსირებული  მაჩვენებლის   შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში