მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

03 მარტი 2023, 18:14 580 ნახვა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ადგილს თამარ დავარაშვილის ნაცვლად ექიმი თერაპევტი  ლუიზა შენგელია დაიკავებს. მისი თქმით, მკურნალი ექიმის ჩანაცვლება პაციენტის ინიციატივით მოხდა. ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „კატასტროფულად“ მძიმეა-ამბობს გიული ალასანია.  მისივე   თქმით,   ყველაფერი,  რაც  ყოფილი პრეზიდენტის მისამართით კეთდება ემსახურება ერთ მიზანს, რომ „ იგი  აღარ იყოს.“

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში