სახალხო დამცველი სააკაშვილის მდგომარეობაზე

23 მარტი 2023, 18:22 723 ნახვა

დააბრუნებენ თუ არა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს ციხის კლინიკაში? - საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც  გუშინ "ვივა მედმა"  პატიმარი პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა იმ მიზეზით, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს. კლინიკის განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი სრულიად იზიარებს ნინო ლომჯარიას პოზიციას, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის. იოსელიანი ამბობს, რომ არ სურს სააკაშვილის წინააღმდეგ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს, რაც შეიძლება მის მდგომარეობას დაამძიმებს. სახალხო დამცველმა განმარტა ისიც, რატომ არ შეხვდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს. როგორც ომბუდსმენმა თქვა, შალვა ხაჭაპურიძის მასთან ვიზიტი დაუგეგმავი იყო და მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში