სტიქია შოვში-გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა

07 აგვისტო 2023, 11:45 629 ნახვა

ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც დაერთო მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა. მისი თქმით, შოვში სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად შეფასებაში ნათქვამია, რომ ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია. დასკვნაში განმარტებულია, რომ  სტიქიის ჩასახვა - გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს უნდა მიეღწია სავარაუდოდ, 8-10 წუთში, ამასთან, წინასწარი შეფასებით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში დინამიკაში მოსული მყარი მასალის საორიენტაციო მოცულობა დაახლოებით 5 მლნ. კუბურ მეტრს შეადგენს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში