ირაკლი კობახიძე ქართულ „ენჯოებს“ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებად აცხადებს

11 სექტემბერი 2024, 19:41 248 ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ „ენჯეოებმა“ 2020 წელს გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები.

„ყველას აქვს საშუალება, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, განურჩევლად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლისა. ყველა აკვირდება არჩევნებს და აბსოლუტურად შეუფერხებელი არის ის პროცესი, რაც დაკავშირებულია დაკვირვებასთან. პრობლემა არის ის, რომ არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. შეგიძლიათ, შეხვიდეთ ამ „ენჯეოების“ ვებგვერდზე და პირდაპირ წარმოებს კამპანია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. ასეთ პირობებში, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, რა დაკვირვება უნდა განახორციელონ. ყველაფერი დევს ხელისგულზე, თან ეს არიან „ენჯეოები“, რომლებმაც 2020 წელს გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები. მათ აქვთ შელახული რეპუტაცია, თუმცა დააკვირდნენ და იყონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში