ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და ამას ყველამ სცეს პატივი - შალვა პაპუაშვილი

08 ნოემბერი 2024, 15:28 258 ნახვა

ეუთო/ოდირმა კი როგორც წერილობით, ისე ზეპირად თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. მოვუწოდებ ყველას, იხელმძღვანელონ ეუთო/ოდირის ანგარიშით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნას ყველამ უნდა სცეს პატივი.

„ყველას მოვუწოდებ, ნუ აცდებიან ეუთო/ოდირის დასკვნას. რაღაც სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა, თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მათთვის ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა სახელმძღვანელო და ახლა, როგორც ჩანს, ზოგიერთებს რომ არ მოეწონათ ეუთო/ოდირის დასკვნა, რაღაც თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ, ხან ISFED-ის დასკვნას იშველიებენ, ხან გამჭვირვალობის, ხან ვის და ხან ვის. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, იხელმძღვანელონ ეუთო/ოდირის ანგარიშით. ეუთო/ოდირმა კი როგორც წერილობით, ისე ზეპირად თქვა, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. წერტილი. ეს ითქვა და ამას ყველამ სცეს პატივი. შესაბამისად, ამ პრინციპზე დაყრდნობით ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში