ცესკო-ში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები შეაჯამეს

08 ნოემბერი 2024, 13:43 292 ნახვა
 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით  საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრები შეაჯამეს.  გიორგი სანტურიანის განცხადებით, საჩივრების განხილვა უკვე დასრულდა. 

ცესკოს მონაცემებით, კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, ჯამში 1201 საჩივარი დაიწერა. აქედან 537 საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების ბათილად  ცნობას ან გადათვლას შეეხებოდა.  დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით 466 საჩივარი შევიდა, საიდანაც 47 საჩივარში მსგავსი მოთხოვნა არ ფიქსირდებოდა. 151 საჩივარი კი სხვადასხვა ფაქტზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით იყო.

ცესკო-ს ინფორმაციით, ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში დაფიქსირებული საჩივრებიდან,  ნაწილობრივ ან  სრულად დაკმაყოფილდა 167 საჩივარი, არ დაკმაყოფილდა 917, ხოლო განუხილველი დარჩა 107 საჩივარი.  

ბრიფინგზე ასევე, ისაუბრეს საჩივრებზე რეაგირების ფაქტებსა და საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების  გადათვლის ფაქტებზე, რომელიც ოლქებმა საკუთარი ინიციატივით, ან კანონის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელეს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე ისაუბრეს საჩივრებზე საერთო სასამართლოებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში