საარჩევნო სარჩელები

03 ნოემბერი 2024, 12:01 283 ნახვა

საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები სასამართლოებში ასაჩივრებენ. საჩივრები ქვეყნის მასშტაბით უკვე შეტანილია და მათ 20-ზე მეტი მოსამართლე განიხილავს.

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს. საჩივრები წარადგინა სასამართლოებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“. სასამართლოში მათგან 73 ოლქის წინააღმდეგ 24 სარჩელია შესული.

სასამართლოს მიმართავს საჩივრებით ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო“. „ძლიერი საქართველო“ ითხოვს ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიებისა და ე.წ. ქვითრების სიების გასაჯაროებას. ისევე როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, ოპოზიციური პარტიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა საარჩევნო საოლქო კომისიამ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში