იმიტირებული კენჭისყრა - ცესკოს თავმჯდომარის შეფასება

12 სექტემბერი 2024, 11:10 233 ნახვა

საარჩევნო უბნებზე იმიტირებული კენჭისყრის პროცესში ერთ დღეში ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ცესკოს ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით,  უწყება გუშინ ჩატარებული პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ხმის მიცემის იმიტირებული პროცესი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 598 საარჩევნო უბანზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ისტორიაში პირველად ელექტრონულად ჩატარდება. ამომრჩეველთა 90% ხმას საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში