ხაზარაძე-გახარიას შეხვედრის მორიგი ორბელიანების სასახლეში გაგრძელდება

18 სექტემბერი 2024, 22:46 286 ნახვა

 გიორგი გახარიასა და  მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოლაპარაკება ერთ საათში განახლდება და მალე ორივე ისევ ესტუმრებიან ორბელიანების სასახლეს.

როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი ლიდერები არჩევნებში გაერთიანებული ძალებით გამოსვლაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ორივე ლიდერი მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პირველად 16 სექტემბერს მიიწვია.

ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია, ამ გაერთიანებაში თუ იქნება თავად სალომე ზურაბიშვილიც.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში