აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა

09 ოქტომბერი 2024, 12:58 337 ნახვა
 

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 41 ნომერით  რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტი  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  „ქართული ოცნების“ სახელწოდებით, ხოლო ნომერი 4-ით  რეგისტრირებული „კოალიცია ცვლილებებისთვის" კი  „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“-ს სახელწოდებით მიიღებენ მონაწილეობას.

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, "საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის შესახებ“  განკარგულებაში  დღეს ცვლილებები შეიტანა. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიქტი მიიღებს მონაწილეობას. სამი პარტია  - „კი ევროპას“, „სამართლიანობისთვის“ და „საქართველო“  საარჩევნო პროცესს გამოეთიშა. მათ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიები არ წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ  26 ოქტომბრის არჩევნებზე, აჭარის რეგიონში საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად  უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ.  საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ამჯერად მხოლოდ ერთი,  ელექტრონული ბიულეტენი დახვდება. ბიულეტენზე პარტიები ორ სვეტად იქნება წარმოდგენილი. ამომრჩეველმა მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტი ორივე სვეტზე უნდა გააფერადოს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში