სალომე ზურაბიშვილი პროდასავლურ პარტიებთან დიალოგს გააგრძელებს

24 ოქტომბერი 2024, 21:15 254 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას პროდასავლურ პარტიებთან. რიგგარეშე არჩევნებისა და პრემიერობის კანდიდატის თემებზე დიალოგი ექნება

„ქარტიაში მთავარია ყველაფერი ის, რაც მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომლებიც ადრეც იყო მოცემული, მაგრამ არ შევასრულეთ და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის გზაზე. ეს არის ქარტიის შინაარსი. დღევანდელ არჩევნებში ადამიანები უფრო ევროპას აძლევენ ხმას, ვიდრე სრულყოფილად რომელიმე პარტიას. ეს რეფერენდუმის ფორმატია. ამიტომ ითვლება, რომ ალბათ მიზანშეწონილია ერთ წელიწადში უკვე თავისუფალ პირობებში, სრულიად გათავისუფლებულ გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნები, მაგრამ აქაც, როგორც პრემიერობის კანდიდატზე და ყველაფერზე მე ვიქნები დიალოგში პროდასავლურ პარტიებთან და სადაც იქნება კონსენსუსი, იქ ვიქნები მე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში