საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ “კოალიციაში ცვლილებებისთვის”

26 ოქტომბერი 2024, 16:01 208 ნახვა

საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ “კოალიციაში ცვლილებებისთვის”. კოალიციის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ ზუგდიდში კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა.  თეიმურაზ ბასიალაიას განცხადებით,  საჯარო მოხელეები, კერძოდ ზუგდიდის მერიის დაქვემდებარებული სამსახურები აქტიურად არიან ჩართული  არჩევნების გაყალბებაში.

ამბობს, რომ თანამდებობის პირები, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს აიძულებენ წარადგინონ დამამტკიცებელი მასალა რომ ნამდვილად ქართულ ოცნებას მისცეს ხმა. 

კოალიციაში განმარტავენ, რომ მათ აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მასალები აქვთ და  მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში