საპროტესტო აქცია ქობულეთში

02 დეკემბერი 2024, 14:04 288 ნახვა

"ვგმობთ ძალადობას", "სოლიდარობა გაფიცულებს", "ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს", "ჩვენი მომავალი ევროპაშია" - ამ შინაარსის სლოგანებით, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ქობულეთის მერიის წინ ახალგაზრდებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მოუწოდებენ მოქალაქეებს შეუერთდნენ პროტესტს და არ შეეშინდეთ ისარგებლონ   გამოხატვის უფლებით.    

მიმართეს ქობულეთის მერსაც, რომ შეუერთდეს აქციას, დაგმოს  ძალადობა და გაემიჯნოს  ქართულ ოცნებას".  

აქციის მონაწილეები დღესვე 6 სთ-ზე ფეხით მსვლელობას აპირებენ ქობულეთის ქუჩებში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში