ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ქედაში

20 მაისი 2021, 18:20 1448 ნახვა

ევროკავშირის ელჩი ქედაში enpard- ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ოთხწლიანი პროექტის " ქედა ლიდერის" შედეგებს გაეცნო. კარლ ჰარცერი სოფელ წონიარისში, „შატო ივერში“ იმყოფებოდა,  რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა. დიპლომატმა სოფელ დანდალოში ასევე პროექტით „ქედა ლიდერით“ დაფინანსებული სასტუმრო ჰილ ინი მოინახულა და ტურიზმში დასაქმებულთა გამოწვევებს გაეცნო. აქ მან ადგილობრივ ბენდთან ერთადაც დაუკრა. ელჩი დაბა ქედის საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა და  საგანმანათლებლო სივრცის მუშაობასაც გაეცნო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში