რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ქედაში

21 მაისი 2021, 20:30 1348 ნახვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში გაიმართა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, ბათუმის სტადიონზე, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პროექტებზე, მწვანე ტბის განაშენიანების გეგმასა და ე.წ „ოცნების ქალაქში“ დაგეგმილ მშენებლობაზე, რომელიც პირველ ეტაპზე 580 ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ნაბიჯებია გადასადგმელი თამბაქოზე აქციზის დაწესებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით შეფერხებულია ბათუმში, ადლიისა და ბაგრატიონის გზის რეაბილიტაცია. გრიგოლ ვაშაძემ მთავრობას ასევე სთხოვა მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის წარდგენა და მიწის რეგისტრაციის პრობლემის მოგვარება.

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, რიგ სოფელში მოსაგვარებელია მაღამთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი, ასევე თემის სამედიცინო პუნქტებში მომუშავეთათვის მთის სტატუსით გათვალისწინებული შეღავათის სარგებლობა. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს სოფლებში ბაგა-ბაღის აღმზრდელების დაბალ ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში