ფეხსაცმელების ქვეშ მოყოლილი ამბები

08 მარტი 2018, 00:00 6117 ნახვა

8 მარტს ზუგდიდში აქცია გაიმართა, სადაც არც ერთი ქალი მისულა თავის პრობლემების ხმამაღლა დასაფიქსირებლად,  თუმცა ქალების პრობლემებზე, სტიგმებზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე ამბები უფრო ხმამაღლა ისმოდა. 

ფეხსაცმელების ქვეშ მოყოლილი ამბებით ყველა გამვლელი დაინტერესდა. 

ზუგდიდი
2018 წლის 8 მარტი..

ფეხსაცმელები ყვებიან ამბავს ყველა იმ ქალის ნაცვლად, ვისაც თვითონ არ შესწევს ძალა ხმამაღლა ისაუბროს.

თამარი 32 წლის: რთულია საზოგადოების წნეხს გაუძლო, როდესაც ქორწინების გარეშე აჩენ შვილს. საზოგადოება ვერ ეგუება მათ მიერ დაწესებული წესიდან გადახვევას. ყოველდღე მიწევს გავუძლო მკაცრ მზერას და კომენტარებს.

ლიკა 31 წლის: აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს, რადგან 2016 წელს ქმარმა მომკლა

გვანცა 31 წლის: როდესაც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ქალი ხარ, სტიგმა ორმაგდება, საზოგადოება უფრო გპატიობს ამას, ამიტომ ვამჯობინებ დუმილს 

თამარი 27 წლის: ალბათ ვერასდროს ვიტყვი ამას, მე დამადანაშაულებენ - შენი ბრალია, შენ ​ გამოიწვიე, ჩემსკენ გამოიშვერენ ხელს, ამიტომ ვდუმვარ 

ქეთო 53 წლის : ჩემი შვილი გეია,მე ის მიყვარს,იმიტომ რომ ჩემი შვილია, თუმცა აქციაზე მაინც ვერ გამოვდივარ, იმიტომ რომ ''რას იტყვის ხალხი.'' 

მარი 20 წლის (ლესბოსელი): არ შემიძლია ხმამაღლა ვისაუბრო ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზე. ვერ გავალ აქციაზე და ვერ დავიცავ ჩემი, როგორც ლესბოსელი ქალის უფლებას. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის გამო მიწევს დუმილი... 

ნანა 70 წლის- რაც პენსიაზე გავედი , უფუნქციოდ დავრჩი, ჩემს პენსიასაც ვერ ვხარჯავ ჩემი საჭიროებისამებრ. ოჯახის წევრები მართმევენ ხოლმე. შენ მაინც არ გჭირდებაო. 

ნინო 45 წლის - არასდროს მაქვს ჩემი თავისთვის დრო. დღეს აქციაზე ვერ ვახერხებ მოსვლას. ერთი საათითაც რომ მოვწყდე სამუშაოს,ოჯახი მშიერი დამრჩება. მათი ერთადერთი მარჩენალი ვარ.

 

ფოტო: ცაბუნია ვართაგავა

ამავე კატეგორიაში