სინოდის განჩინება

22 ივნისი 2018, 00:00 2011 ნახვა

უნდა გაძლიერდეს აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა, გატარდეს განსაკუთრებული რეგულაციები ორსულ ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის, ყურადღება დაეთმოს ხუთ წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას-ამის შესახებ საუბარია სინოდის სხდომის ოქმში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. სინოდის კრებაზე იმსჯელეს ნარკოპოლიტიკის შესახებაც. 

ნარკოტიკის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ეკლესიური წესი შესაძლოა აღარ აუგონ. ოქმში საუბარია, რომ სასჯელის გაუქმება ქვეყანაში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის. „მიგვაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, დიდი საფრთხის შემცველია. კანაფის დამზადების ნებართვა კი ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს-აღნიშნულია საპატრარქოს მიერ გავრცელებულ ოქმში. მიაჩნიათ, რომ  ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები. ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობა. სინოდი საუბრობს ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრების საჭიროებაზე. მიაჩნიათ, რომ ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი.

წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ აბორტის, მათ შორის შერჩევითი აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა უნდა გაძლიერდეს. ოქმში საუბარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ იმსჯელა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.  მიაჩნიათ, რომ უნდა გატარდეს განსაკუთრებული რეგულაციები ორსულ ქალთა როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის. გამორჩეული ყურადღება დაეთმოს ხუთ წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა სასწავლებლებში ბავშვთა ადრეულ – ფილოსოფიური აზროვნების განსავითარებლად პროგრამების შემუშავბაზე.
საპატრიარქოს არჩევანი: რუსულ ეკლესიასთან ურთიერთობის შენარჩუნება თუ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება ისევ პასუხგაუცმელია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა უკრაინაში შექმნილ საეკლესიო რთულ ვითარებაზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მისცა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტოპოლიტ გერასიმეს. მან აღნიშნა: საპატრიარქოში შემოსულია სამი წერილი: კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქოდან. იქნა წაკითხული წერილები და სინოდის წევრები გაეცნენ შექმნილ ვითარებას უკრაინაში საეკლესიო მდგომარეობის შესახებ.


ოქმში ნათქვამია, რომ დაზუსტდა მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის და განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დააყენა საკითხი დიაკონ სევერიანეს (ერისკაცობაში ხასან ბერიძის) კანონიზების შესახებ. კრებამ დაადგინა: დიაკონი, მამა სევერიანე შეირაცხოს წმინდათა დასში და ეწოდოს: წმიდა დიაკონი სევერიანე,  აჭარელი აღმსარებელი და მისი ხსენების დღედ დადგინდა გარდაცვალების დღე – 9 (22) აგვისტო. ოქმში არ არის საუბარი განიხილეს  თუარა ე.წ ციანიდისა და მამა გიორგი მამალაძის საქმე. სინოდი გუშინ მიმდინარე წელს პირველად, 8 თვის  შემდეგ შეიკრიბა. მღვდელმთავრებმა წმინდა  სინოდის სხდომას 43 მღვდელმთავარი ესწრებოდა. სხდომიდან გამოსული მარალი სასულიერო ერარქიის წარმომადგნელბი შეხვედრის დეტალებზე  თითქმის არ საუბრობდნენ. ჭყონდიდის მიტრ9ოპოლიტი მეუფლე პეეტრე ცაავა ერთადერთი იყო რომელმაც ტრადიციას არ უღალატა ყველაზე ადრე დატოვა საპატრიარქო და საკმაოდ კრიტიკული განცხადებებიც გააკეთა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში