მიშელ პლატინი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

19 ივნისი 2019, 12:24 2001 ნახვა

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი საპატიმროდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ პლატინის ადვოკატმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ აცნობა. უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქმე ეხებოდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილის შერჩევისას არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციასა და კორუფციულ გარიგებას. უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ პარიზის გარეუბანში დააკავეს. მის მიმართ კითხვები მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად  ყატარის შერჩევასთან დაკავშირებით აქვთ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში