სროლა რაგბის კავშირში

16 სექტემბერი 2020, 21:17 1470 ნახვა

რაგბის კავშირის შენობაში დაჭრილი შვიდკაცას ყოფილი კაპიტნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დღეს რაგბის კავშირის წევრები შეკრებილები იყვნენ და მსჯელობდნენ ტურნირების განახლებასა და რეგულაციებზე რათა დაწყებულიყო ახალი სეზონი. სწორედ ამ დროს სავარაუდოდ მოხდა კამათი და კავშირის ვიცე პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ, რამაზ ხარაზიშვილის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში ჭრილობა მიაყენა. რაგბის კავშირის სხვა წევრები ადასტურებენ, რომ ზოგადად მათ უწყებაში არსებობს განხეთქილება და ფინანსური პრობლემები, თუმცა რა გახდა კონფლიქტის მიზეზი ამაზე საუბარი უჭირთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში