ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ორი დღის წინ მცხეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა

20 ივნისი 2020, 17:29 3441 ნახვა

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" აკადემიის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ორი დღის წინ მცხეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი. საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა.ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში