საქართველოში მკაცრი ნარკოპოლიტიკა და განუხროციელებელი რეფორმა - 4 წლიანი ბრძოლა დეკრიმინალიზაციაზე

15 იანვარი 2020, 14:48 3317 ნახვა

საქართველოში დღემდე მკაცრი ნარკოპოლიტიკა მოქმედებს, როცა მინიმალური მოხმარების გამო, სისიხლის სამართლის საქმეზე გამოძიება იწყება და მოქალაქეებს, რამდენიმე გრამი ნარკოტიკული საშუალების გამო, რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მკაცრი ნარკოპოლიტიკა "ჰუმან რაით ვოჩის" ანგარიშში ზედიზედ მეორედ მოხვდა. დოკუმენტში საუბარია ნარკოტიკების მოხმარების დაანონსებულ დეკრიმინალიზაციაზე და განუხორციელებელ რეფორმაზე. 

წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია წერს: "ნარკოტიკულ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის კლების მიუხედავად, ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან.

ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებით და უფლებების შეზღუდვით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევით ისჯება.

საკანონმდებლო რეფორმის პროექტი, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და სადამსჯელო პრაქტიკა შეიცვლებოდა, კვლავ განუხილავი იყო პარლამენტში ამ ანგარიშის მომზადების დროს" - წერს ორგანიზაცია. 

საქართველოში მკაცრი ნარკოპოლიტიკის შესახებ პერმანენტული აქციები სხვადასხვა დროს იმართებოდა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება და პოლიცია მკაცრ კანონმდებლობას ზეწოლის მექანიზმად იყენებს და ადამიანებს აშანტაჟებს, რადგან კანონით, მინიმალური ნარკოტიკული საშუალების ფლობა, იმავე მუხლით ისჯება, როგორც დიდი ოდენობა. 

მასობრივი საპროტესტო ტალღა საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2016 წლის 7 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში სიკვდილამდე 22 წლის მოზარდმა წერილი დატოვა, იგი დედას წერდა, რომ პოლიციელი თანამშრომლობას აიძულებდა. სამართალდამცველი ახალგაზრდა მამაკაცს, იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის სად ჰქონდა მარიხუანა დათესილი. ინფორმაციის არ მიწოდების შემთხვევაში კი მას მოკლავდნენ. სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა და წერდა, რომ ის მანქანაში სცემეს.

"გემშვიდობებით ყველას, დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა,"- წერდა წერილში დემურ სტურუა. ამ საქმეზე ერთი პოლიციელი დააკავეს, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა. ბრალდებული ყოფილი პოლიციელი ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედებოდა, სასამართლომ ის ორივე ნაწილში უდანაშაულოდ სცნო. 

ამ ფაქტს საზოგადოებრივი მღელვარება და აქციები მოჰყვა, თუმცა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რეფორმა არ განხორციელებულა. 

2017 წელს კი რეპერების დაკავების საქმე დიდი დისკუსიის საგანი გახლდა. ”ბირჟა მაფიას” წევრების დაკავება ნარკოტიკების შეძენა-გასაღების ფაქტზე დაემთხვა მათ კლიპის გამოშვებას, სადაც პოლიციელები ჰყავდათ გასარჟებული.  საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.  დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ მათ  ჩაუდო, რადგან ჯგუფმა ახალ გადაღებული კლიპით პოლიცია გააშარჟა.  ჯგუფის წევრების მხარდამჭერი აქციები ერთდროულად გაიმართება თბილისსა და ბათუმში. მოგვიანებით, ჯგუფის წევრები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.  

''ბექა კრიმინალი არ არის'' - ამ სახელწოდებით სოციალური კამპანია, მას შემდეგ აგორდა, რაც ბექა წიქარაშვილი მარიხუანას მოხმარების გამო დააკავეს. მოგვიანებით მან საკონსტიტუციო სასამართლოში იდავა საქართველს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ 70 გრამამდე მარიხუანას შეძენა/შენახვის ბრალდება აქვს წაყენებული, არ მოხვდებიან ციხეში. ამ გადაწყვეტილებას, მოგვიანებით მარიხუანას მოხმარებაზე სისიხლის სამართლებლივი დევნის გაუქმება მოჰყვა, რაც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და ნაწილობრივ ლეგალიზებას გულისხმობს

დეკრიმინალიზაცია მარიხუანას შეეხო, თუმცა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩებოდა სხვა ნარკოტიკების მოხმარებისთვის სამართლებრივი დევნა, რაც მომხმარებლების არა მკურნალობა/რეაბილიტაციას, არამედ მათ დაპატიმრებას და რამდენიმეწლიან პატიმრობას გულისხმობს. 

 

შსს აცხადებდა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი 70-მდე ადამიანი დააკავა. მოქალაქეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს ამ ფაქტის გასაპროტესტებლად. დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

ამ ფაქტს რამდენიმეთვიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, სადაც მოქალაქეების ნაწილი, ძირითადად ახალგაზრდები და "თეთრი ხმაურის მოძრაობა" მოითხოვდნენ, რომ ყველა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ფლობისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია მომხდარიყო. 

მასობრივი აქციები, მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, სპეცოპერაციის გამო ბოდიში მოიხადა. დამნაშავეების დასჯა დააანონსა და კანონპროექტზე მუშაობის მზაობა გამოთქვა.    გიორგი გახარიას ბოდიში 

აქციების დაშლის შემდეგ, რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ორ კვირაში კანონპროექტის პარლამენტში შეტანა და განხილვა დააანონსა. 

"'ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება, რაც შეეხება მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, უმრავლესობის შიგნით შეჯერებაზე აქტიური მუშაობა დაიწყება'' - ამბობდა კობახიძე. 

თბილისის მერი და მმართველი გუნდის მდივანი, კახი კალაძეც მიიჩნევდა,რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვის მოსაწონი არ იყო

მალევე გახდა ცნობილი, რომ დეკრიმინალიზაციის პროექტზე მუშაობა ერთი თვით გადაიდო. გადადების ინიციატორები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ნარკოტიკების ფაქტებისა და გარდაცვალების შემთხვევების ფონზე, კანონის პროექტის განხილვა არ იქნება მიზანშეწონილი.

ერთი წლის შემდეგ, ხელისუფლებას "რეპრესიული ნარკოპოლიტიკაზე" კანონპროექტის და რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს
 

ღია დარჩა საკითხი იმ ადამიანების უფლებამოსილების გადამეტებაზე, რომლებიც ღამის კლუბებში მოქალაქეების ყოფის დროს შევიდნენ და შემდეგ 70-მდე ადამიანი დააკავეს. 

ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა 

არადა სწორედ დღემდე შეუცვლელ პოლიტიკას უკავშირებს საზოგადოების ნაწილი შავი ბაზრის არსებობას და ქვეყანაში “მკვლელი ნარკოტიკების” შემოტანას.  ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გარდაცვლილ ახალგაზრდებზე? დეპუტატების ნაწილი გამოსავალს დეკრიმინალიზაციასა და პრევენციაში ხედავს. “თეთრი ხმაურის” მოძრაობა კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ეჭვობს – ხომ არის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება მიზანმიმართულად დაბინძურებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში