ოკუპირებული აფხაზეთი ენგურის ცალმხრივად ჩაკეტვას გეგმავს - livepress.ge

27 თებერვალი 2020, 11:00 1662 ნახვა

კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, სოხუმი ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების შეზღუდვას დღეიდან, 27 თებერვლიდან გეგმავს - ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.  

ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოსულმა მგზავრებმა ლაივპრესს განუცხადეს, რომ ე.წ მესაზღვრეების ინფორმაციით დღის ბოლოსთვის ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტება, არ გაატარებენ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მგზავრებს. ზუგდიდიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმავალ ადგილობრივ მცხოვრებლებს კი მიიღებენ.

მგზავრები ყვებიან, ე.წ მესაზღვრეები მოქალაქეებს ჯერ ოფიციალურად არ აფრთხილებენ და მსგავს ინფორმაციას დაჟინებული შეკითხვების საპასუხოდ იღებენ.

26 თებერვალს სოხუმში გაკეთდა განცხადება, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს შესვლა და ასევე ტერიტორიიდან გასვლასაც აეკრძალება. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა „პარლამენტში“ სხდომის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვიდა და მოქალაქეებს მოუწოდა „საზღვარგარეთ მოგზაურობისგან“ თავის შეკავებისკენაც. „ჩვენ ვაცხადებთ კარანტინს. ეს აუცილებელი ღონისძიებაა. ვხედავთ თუ რა ხდება მსოფლიოში და იძულებული ვართ გთხოვოთ, თავი შეიკავოთ უცხოეთში ვიზიტებისა და სხვადასხვა მივლინებისგან. გადაიდო ჩვენი კოლეგების ვიზიტიც სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ბგანბამ.

ამასთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოხუმი სამედიცინო ამბულატორიის გახსნას ენგურის ხიდის პარალელურად გეგმავს რუსეთის საზღვართან, ფსოუზეც.

სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან კი მოძრავი ამბულატორია 29 იანვარს განთავსდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადიან ზუგდიდიდან აფხაზეთში მიმავალები, პირიქით, ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში წამოსულებს, კი სურვილის. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში