მარნეულში საუბარია 1700 კონტაქტზე - აკაკი ზოიძე

23 მარტი 2020, 16:08 2261 ნახვა

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და ყველა ამათი გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი, 22 მარტს, დაუდგინა. ის თბილისის საუნიერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ.

ქალის დაინფიცირების წყარო უცნობია, დაგვიანებული ჰოსპიტალიაზციის გამო კი, მას ძალიან ბევრი კონტაქტი ჰქონდა გარეშე პირებთან. 

 

ფოტო: 1tv.ge

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში