17 წელი ვარდების რევოლუციიდან

23 ნოემბერი 2020, 14:41 874 ნახვა

ვარდების რევოლუციიდან 17 წელი გავიდა. პროცესს წინ უძღოდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც  მაშინდელი ოპოზიციური პარტიების განცხადებით  "მოქალაქეთა კავშირისა" და "აღორძინების“ სასარგებლოდ გაყალბებული იყო. ზუსტად 17 წლის წინ, 23  ნოემბერს, პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას, დარბაზში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, რომლებმაც სხდომათა დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი გადადგა, ხოლო რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში