ისრაელი საქართველოში ტურისტებს აღარ უშვებს

23 ივლისი 2021, 19:42 1359 ნახვა

გართულებული ეპიდვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი. დღეს, საქართველოში ფაიზერზე რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ნახევარი მილიონი პრეპარატი ქვეყანაში გვიან ღამით ჩამოვა. ვინც მეორე დოზაზე ხვალამდე ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, ავტომატურად მოხვდებიან იმავე კლინიკებში, სადაც ვაქცინაციის პირველი დოზა ჩაიტარეს. ორშაბათიდან კი რეგისტრაციის ფანჯარა იხსნება პირველი დოზის გაკეთების მსურველებისთვის. დარეგისტირება უკვე 16 წლიდან მოზარდებსაც შეუძლიათ. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი კი ბათუმში მყოფ დამსვენებლებს ურჩევს, რომ იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა და დისტანციის დაცვა ჭირს, პირბადე ღია სივრცეებშიც გამოიყენონ. ტურისტულ სეზონზე, ისრაელი თავის მოქალაქეებს საქართველოში გამომგზავრებას უკრძალავს,რადგან საყოველთაო ვაქცინაციის ფონზე ინფიცირებულთა რაოდენობა არ იკლებს. მანამდე ისრაელმა წითელ ზონაში შეიყვანა, ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი, რუსეთი, ბელარუსი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისრაელის ეს გაადწყვეტილება მძიმე დარტყმაა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში