რატომ გაუქმდა „მწვანე პასპორტი'' - თამარ გაბუნიას განმარტება 

01 თებერვალი 2022, 14:31 1079 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ''ომიკრონის'' შტამის მიმართ ე.წ. მწვანე პასპორტი უსაფრთხოებას ადამიანისთვის აღარ ქმნიდა.

თამარ გაბუნიას თქმით, მწვანე პასპორტის ტექნიკური საფუძველი გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა.

''როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეინფიცირება მაღალია „ომიკრონის“ პირობებში. ამდენად, ეს არ იცავს და არ არის გარანტია, რომ პირი იქნება უსაფრთხო, როდესაც ის შევა რომელიმე ბიზნესგარემოში. ასევე ​ვაქცინაციაც ვიცით, რომ არის გარკვეულწილად დაცვა, მაგრამ არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, უფრო მეტად დაცვა არის ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისთვის. „ომიკრონის“ შემთხვევაში ესეც არის მნიშვნელოვანი.

ამდენად, ყველაზე ძლიერი ფაქტორი აქ გამოდის ყოველდღიურად „პისიარ“ ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. რეალურად რომ ვთქვათ, პირი არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, თუ აქვს ახალჩატარებული ტესტი. ეს შეიძლება იყოს „პისიარ“ ტესტი და რაღაც შემთხვევებშიც ანტიგენტესტი. ამდენად, ამ ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ მწვანე პასპორტის სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია ან რამენაირად ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტდეს.

ვაქცინა იყო და რჩება ერთ-ერთი მთავარ დაცვის საშუალებად, ასევე ბუსტერ დოზა. ბევრმა ქვეყანამ ამ პირობებში შეცვალა მწვანე პასპორტის მოთხოვნები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში