შეფასებები პრემიერის განცხადებებზე

14 თებერვალი 2022, 17:30 1106 ნახვა

პრემიერის განცხადებას ეპიდემიოლოგები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, მსგავსი განცხადებები, განსაკუთრებით მთავრობის წევრების მხრიდან, ისედაც არსებულ ვაქცინაციის დაბალ ტემპს კიდევ უფრო ამცირებს, მაშინ, როცა ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთ საშუალებად განიხილება. ვახო კალოინაის განცხადებით, აცრა ინფიცირებულებს 60%-ით იცავს, რომ ვირუსი არ გაურთულდეთ. ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწიათ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს. თამარ გაბუნიას თქმით, პრემიერმა იგულისხმა ის, რომ „მწვანე საშვის” მოქმედება „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს. თუმცა აქვე დაამატა, რომ ვაქცინაციის თემაზე მნიშვნელოვანია პოზიტიური კამპანია. ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ პრემიერი ანტივაქსერი არაა, რადგან ის ორი დოზით აცრილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში