სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში

19 ნოემბერი 2021, 17:14 16753 ნახვა

სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში

# კონტაქტი

ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და მისი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან , როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. უკვე რამდენიმე წელია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებას მიზნით , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში გადიან . კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდები სამი თვის განმავლობაში ეცნობიან გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროების სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირებას და ერთვებიან ყოველდღიურ საქმიანობაში .

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების ბოლო ნაკადი გერმანიიდან სამი დღის წინ დაბრუნდა. მიღებული გამოცდილება დაეხმარება თუ არა მათ ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმებაში -ამაზე დღევანდელი, 19 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და სტუდენტები-სოფო ქათამაძე და დაიანა შავაძე.