სარჩელების განხილვა სასამართლოში

03 ნოემბერი 2024, 14:50 259 ნახვა

დღეს რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში საარჩევნო სარჩელების განხილვები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასამართლოს ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს. მათი განმარტებით, ცესკოს საოლქო კომისიებმა მათი მოთხოვნები უბნების გაუქმებასა და ვერიფიკაციის აპარატების გახსნის თაობაზე არ დააკმაყოფილეს და სასამართლოს სწორედ ამიტომ მიმართეს. ამის მიუხედავად ოპოზიციას სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის იმედი არ აქვს და მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას ენდობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში